საქართველო ევროკავშირისგან 45 მილიონ ევროს მიიღებს

ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს.
“აღნიშნული საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში“.
ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით შარშან, სექტემბერში გამოვიდა.

 

მსგავსი თემები