„საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი“ – „მარშის“ მიმართვა

“ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერ სანდრო ბრეგაძე, 18-24 ივნისს, თბილისში. ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და პოზიციის დასაფიქსირებლად 3 დღიან ვადას აძლევს. მიმართვის ტექსტი „ქართული მარშს“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს.

„მოგმართავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას! საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს თბილისში დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი, ე.წ გეი-პრაიდი, რომელიც უნდა დასრულდეს მამათმავლების აღლუმით. ყოველივე ცალსახად წამოადგენს ქართველი ერისთვის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლობის, ეკლესიის, ზნეობის, მორალის, ტრადიციების წინააღდეგ. ქართული საზოგადოების ღირსეული შვილები მზად არიან, საკუთარის სიცოცხლის ფასად არ დაუშვან ე.წ. გეი-აღლუმი. უამრავი ადამიანი გამოვა ქუჩაში და მშვიდობიანად არ დაუშვებს სამარცხვინო აქტს – მამათმავლების მარშს. პატივცემულო მეგობრებო, მოგიწოდებთ, შეუერთდეთ სახალხო პროტესტს, მოუწოდეთ თქვენს მხარდამჭერებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ გეი-პრაიდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში. ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!“

„ქართული მარშის“ ადრესატები არიან: „პატრიოტთა ალიანსი“ (დ. თარხან მოურავი), „ქართული ოცნება“ (ბ.ივანიშვილი), „ბურჯანაძე-დემოკრატები“ (ნ.ბურჯანაძე), „თავისუფალ საქართველო“ (კ.კუკავა), „ტრადიციონალისტთა კავშირი“ ( ა.ასათიანი), „ლეიბორისტები“ (შ.ნათელაშვილი), „გამარჯვებული საქართველო“ ( გ.სანიკიძე), „კონსერვატორები“ (ზ.ძიძიგური), „მწვანეები“ (გ.გაჩეჩილაძე), „თავისუფლება“ (კ.გამსახურდია) და ყველა პოლიტიკური პარტია.

მსგავსი თემები