“საქართველო არ გაისუსება” – “გირჩის” აქცია სუს-თან

“საქართველო არ გაისუსება” – ეს წარწერა “გირჩის” წევრებმა უსაფრთხოების სამსახურთან დატოვეს. მდუმარე აქციის ჩატარების ადგილად სუს-ის შენობა სპეციალურად შეირჩა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას არ გამოიყენონ ძალა და არ მოხდეს აქტივისტების დაკავება.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, სამოქალაქო პროცესი, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში, ხელი არ შეუშალონ და ძალადობაზე არ გადავიდნენ. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სიმბოლურია სუს-ის შენობის წინ, შესაძლებელია, შსს-სთანაც დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ამით ლეგიტიმაცია დაკარგა. თავიდანვე, პროცესების დასაწყისში გავუგზავნოთ გზავნილი არა ძალადობას“,- აცხადებს მოძრაობა „გირჩის“ წევრი, თენგო კირთაძე.

მსგავსი თემები