“საქართველო არაა დამნაშავეების თავშესაფარი” – თეა წულუკიანი

“საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუმბაევის ექსტრადირებისთვის არანაირი სამართლებრივი ბარიერი არსებობდა, მათ სორის არც სტრასბურგის მხრიდან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან ხოლმე და დაე, ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება დღეს განხორციელდა.

მსგავსი თემები