საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 ლეტალური იყო

სსიპ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს დროულად ჩაიტარონ წითელას აცრები, რადგან ინფექცია იმდენად აქტიურად არის გავრცელებული, რომ ჩვილებს დაბადებისთანავე ემართებათ, თუ მანამდე დედა არ იყო აცრილი.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 ლეტალური იყო.

“წითელათი დაავადების ახალი შემთხვევები გვაქვს იმერეთში. აცრა უნდა ჩაიტარონ, როგორც უფროსებმა ასევე ბავშვებმა. განსაკუთრებით ქალებმა ვინც დაორსულებას აპირებს. თუ დედა არ არის იმუნური ჩვილს დაავადების შეძენის მაღალი რისკი ექმნება”, – განმარტავს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები