“საქართველოში ჩამოვედით, რათა ვნახოთ სამხედრო შესაძლებლობები და სამხედრო მზადყოფნა” – მედლინ მუნი

“საქართველოში ჩამოვედით, რათა ვნახოთ სამხედრო შესაძლებლობები და სამხედრო მზადყოფნა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ვაკვირდებით”, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა განაცხადა.

„პოლიტიკური შესაძლებლობები ისეთ პირობებში, როდესაც საარჩევნო სისტემა არაა ღია, სამართლიანი და თავისუფალი, თქვენთვის სასარგებლო არ იქმება. რუსებს ძალიან ძლიერი სამხედრო სისტემა აქვთ, მაგრამ საარჩევნო სისტემა კორუმპირებულია. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, რომ სასამართლო სისტემა შესაბამისად მუშაობს, არის თავისუფალი და სამართლიანი. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ქვეყანა ხართ, თუ ძველი სახელმწიფო, თქვენი სასამართლო სისტემის ხარისხს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში იმყოფება. მან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

მსგავსი თემები