საქართველოში შიდსის ცენტრი აშენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, ორ წელიწადში, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შიდსის ცენტრი აშენდება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, სავარაუდოდ შიდსის ცენტრი, რომლის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, დიღომში განთავსდება.

„ძალიან სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. დასრულებულია ინტერესთა გამოკითხვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები