საქართველოში შემოწმებული პირების ნახევარზე მეტი ნარკომომხმარებელი აღმოჩნდა

ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დადებითი შედეგი საქართველოს მასშტაბით 3 628 პირს, ხოლო თბილისში 1 707 პირს დაუდგინდა. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომელიც მოიცავს მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიდოს, ყველაზე მეტი დადებითი შედეგი აპრილ-მაისში დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნარკოლოგიური შემოწმება ქვეყანაში სულ 6 675 პირმა გაიარა და ნახევარზე მეტმა დადებითი შედეგი აჩვენა.  დედაქალაქის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა 2 871 პირმა.

საქართველოს მასტაბით ჩატარებული ნარკოლოგიურ შემოწმების სტატისტიკა შემდეგნაირად ნაწილდება:

იანვარში წარდგენილია 668 პირი, დადებითი შედეგი – 383

თებერვალში წარდგენილია 774 პირი, დადებითი შედეგი – 430

მარტში წარდგენილია 918 პირი, დადებითი შედეგი – 483

აპრილში წარდგენილია 1039 პირი, დადებითი შედეგი – 499

მაისში წარდგენილია 1101 პირი, დადებითი შედეგი – 499

ივნისში წარდგენილია 851 პირი, დადებითი შედეგი – 480

ივლისში წარდგენილია 739 პირი, დადებითი შედეგი – 454

აგვისტოში წარდგენილია 585 პირი, დადებითი შედეგი – 400

 

მსგავსი თემები