საქართველოში, ფეხსახსრიანთა ტიპის მწერი გამოჩნდა

საქართველოში, წელს, შეინიშნება ფეხსახსრიანთა ტიპის მწერის, ნარშავას ფრთაკუთხას რადენობის ზრდა, რაც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. 

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, მწერი არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს და საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის. 

 “ნარშავას ფრთაკუთხა  არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას. მისი ბუნებრივი მტრები არიან ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრნელები და სხვა,”- აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები