საქართველოში უამინდობა 15 თებერვლამდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდოს.

მსგავსი თემები