საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი შეიქმნება


საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი იქმნება, რომლის მეშვეობით დაინტერესებული მხარეებისთვის, სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ საქართველოს პროექტის Global Forest Watch (GFW) ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრაზე ისაუბრეს და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები შეაჯამეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას სატყეო დარგში მომუშავე სამთავრობო და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის/პორტალის“ შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე იმსჯელეს.

მსგავსი თემები