“საქართველოში რუსული კულტურის ცენტრს გრიგოლ ვაშაძე თუ უხელმძღვანელებს, შეიძლება, წარმატებული იყოს” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

ვოლსკის თქმით, არასწორი ინფორმაციაა, რომ კულტურის ცენტრზე იყო ლაპარაკი.

„კულტურის ცენტრს სათავეში გრიგოლ ვაშაძე თუ ჩაუდგება, შეიძლება, წარმატებული იყოს. როგორც თვითონ აღნიშნა, რუსული კულტურის ნაწილია. რაც შეეხება ენის შემსწავლელ რაღაც კურსებს, რომელიც სავიზო განყოფილებაში კომერციულ საწყისებზე უნდა ჩამოაყალიბონ, ვნახოთ, რას იზამენ. არ მგონია, რომ საქართველოში რუსულ კულტურას არ იცნობენ, ან ზოგადად კულტურის გაცნობიერება აკლიათ. უკეთესია, მის კულტურას თავად რუსეთი მიჰყვებოდეს, ისეთ კულტურას როგორიც არის დოსტოევსკი, პუშკინი. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო ენის კურსების გახსნაზე, რაც კომერციული სტრუქტურა იქნება სავიზო განყოფილებასთან არსებული. ალბათ, ამას ზურაბ აბაშიძე უკეთ იტყვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები