საქართველოში მარიხუანის წარმოების დაშვებაზე მთავრობა დღეს იმსჯელებს  

საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თანახმად საქართველოში მარიხუანას წარმოება და მისი ექსპორტზე გატანის მიზნით ნებადართული იქნება, მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ.

საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს.

პროექტის მიხედვით, მარიხუანის წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

მსგავსი თემები