საქართველოში კრონავირუსის გავრცელების 4 წყარო ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების 4 წყარო ფიქსირდება: 2 – იტალია, 1 – ირანი, 1 ესპანეთი. იმ პაციენტებს შორის, რომელსაც “COVID 19” დაუდასტურდა, შედარებით მძიმეა 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ მას უკავშირდება საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ნაწილი. “გეფას” დირექტორმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მისი მოგზაურობის დეტალები აღწერა. 

დაინფიცირებულებს შორის სხვა კლასტერიდან პირველი შემთხვევა დადასტურდა მოზარდზე – 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. ექიმებს ინფორმაციით, ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. 

კორონავირუსით დაინფიცირებული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შვილთან ერთად მკურნალობას საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იყო, თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 24 პირია კორონავირუსით დაინფიცირებული.

მსგავსი თემები