საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი 73 წლის მამაკაცს დაუფიქსირდა.

მამაკაცი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს, მისი მდგომრეობა შედარებით მძიმეა.

საქართველოში, ამ ეტაპზე 82 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან 14 კი გამოჯანმრთელებული.

მსგავსი თემები