საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

„გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 105 ადამიანი, გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები