საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 340 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 76-ია

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე ორით გაიზარდა კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„თუ 336 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღის მეორე ნახევარში დაგვემატა ოთხი პაციენტი და 340 გვყავს დადასტურებული. ამ 340 პაციენტთან მიმართებაში ისეთი სიახლეა, რომ ჩვენს კლინიკაში ორ პაციენტზე მივიღეთ განმეორებით ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი მეორედ. ეს ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი შეგვემატა. 74 პაციენტიდან 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ავედით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები