საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 159-ს შეადგენს.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

მსგავსი თემები