საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ უკვე დატოვეს კლინიკა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული 31 ადამიანიდან 25 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

“სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული, გახდა 31, აქედან 25 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები