საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები