საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 16- ით გაიზარდა და 573 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი თემები