საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

“საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან.

კვლავ რჩება ჩვენთან 35 პაციენტი. ერთი ახალი დადასტურებული მივიღეთ სოფელ მუშევანიდან, ბოლნისის რაიონიდან. ეს პაციენტი იქ დადასტურებულის კონტაქტია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ასაკოვანია, ჩივილები არ აქვს განსაკუთრებული, ტეპმპერატურაც ნორმაში აქვს. ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. დღეს ვნახავთ, აქვს თუ არა პნევმონია და შეფასებით ნაწილზე ხვალ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები