საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა არის დადასტურებული, ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

მსგავსი თემები