“საქართველოში კორონავირუსის შემდეგ კავასაკის სინდრომის შემთხვევა არ გვქონია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს.

ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბავშვებში, რომლებმაც უკვე დაამარცხეს კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილე და პედიატრების მეთვალყურეობაა საჭირო.

„კავასაკის სინდრომი ძირითადად ბავშვებთან მიმართებაში განიხილება. კავასაკის სინდრომზე ვლაპარაკობთ, როცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვთა დადასტურებულ შემთხვევებთან მიმართებაში მძიმე არც ერთი არ გვყოლია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, იყოს კავასაკის სინდრომი. ეს არის ცოტა შორეული შედეგები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ჩვენგან, ყველა კლინიკიდან გაწერილი ბავშვი პაციენტები, მოზარდი პაციენტები, რომ მათ საკუთარი ოჯახის ექიმების ან პედიატრების მიერ უნდა გაუგრძელდეთ მეთვალყურეობა.

კავასაკის სინდრომი იწვევს გარკვეულწილად ცვლილებებს სისხლძარღვებში და უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება პერიოდულობით, ვიდრე ამის საშიშროება არსებობს. ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება სავალდებულოა და ყველამ უნდა მივიღოთ ეს მხედველობაში“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები