საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აცხადებს, რომ ხუთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთან არის დაკავშირებული

„ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

მსგავსი თემები