საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 288 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი თემები