საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

მსგავსი თემები