საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

“საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა”,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა.

„დღეს უკვე გვყავს 168 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კონკრეტულად დღეს, კლინიკიდან 12 პაციენტი გაეწერა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტაციონარში რჩება 333 პაციენტი. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც, მაგრამ ჩვენი ექიმების დაუზოგავი შრომით მათ შემთხვევეაშიც იქნება კარგი გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები