“საქართველოში კლინიკების რაოდენობით ევროპულ დონეზე ვართ” – აცხადებს მინისტრი

საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში კლინიკების რაოდენობა ევროპულ დონეს უტოლდება.

მინისტრია განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ პრობლემად ამბულატორიული და მედიკამენტებით უზრუნველყოფა რჩება.

„მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით. თუმცა, გამოწვევად რჩება ერთის მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მეორეს მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება ერთ დაწესებულებაში მოხდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები