„საქართველოში, კლინიკაში ადამიანი არ დაინფიცირებულა“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში დაინფიცირებული ადამიანი არ გვყავს.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა პაატა იმნაძეს: არის თუ არა შემთხვევები, როცა კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში  დაინფიცირდა ადამიანი და რამდენი ასეთი შემთხვევა გვაქვს?

პაატა იმნაძე: მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია, თუმცა, ამ საკითხისადმი ყურადღება გამახვილებულია, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩინეთშიც და იტალიშიც, სხვა ქვეყნებშიც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო.   

მსგავსი თემები