საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი, 8-10 თებერვალს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

მსგავსი თემები