საქართველოში, დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით გაძვირდა

“საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს”, –  აღნიშნული განცხადება დაცული ტერიტორიების სააგენტომ გააკეთა

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ბილეთებზე ფასის ზრდა ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვამ გამოიწვია.

“კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე, სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მსგავსი თემები