საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 683 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249

მსგავსი თემები