საქართველოს 3 დაცული ტერიტორიის განვითარებისთვის 870 000 ევრო დაიხარჯება

ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის, 2019-2021 წლებში, 870 000 ევრო დაიხარჯება. თანხას კავკასიის ბუნების ფონდი გამოყოფს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგრანტო ხელშკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმდა, რომლის თანახმად, თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ასევე, გრანტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება პარკების რეინჯერებს ხელფასისა და საკვების დანამატის უზრუნველყოფა.  

ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.

მსგავსი თემები