საქართველოს ხელისუფლება სუსლიაკების ათივე ბავშვს უკრაინაში აგზავნის – “მთავარის” ექსკლუზივი

“მედიაცენტრი მთავარისთვის” ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციისთვის სუსლიაკების ათივე შვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15:00 საათზე, უკრაინის საელჩოში საგანგებო განცხადება გაკეთდება. საქართველოს ხელისუფლება, სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ათივე ბავშვს, უკრაინის დელეგაციას დღესვე გადასცემს და ბავშვები უკრაინაში დღესვე გაფრინდებიან. 

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები