“საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე” – ზალკანიანი დიპლომატებს

ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შეიძინა.

„საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა იმ ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე, რომლებიც მთელი ამ ხნის გნმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან“, – წერს ზალკალიანი და პროფესიონალიზმის, თავდადებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებს, დელეგაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს.

ზალკალიანი ასევე მადლიერებას გამოხატავს პანდემიის პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, „ბოლო თვეებში თავსდამტყდარმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მსოფლიო გარდაიქმნას და სოლიდარობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე გადაეწყოს“.

მსგავსი თემები