“საქართველოს უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს” – კელი დეგნანი

“საქართველომ აჩვენა, რომ არამხოლოდ ერთგულია ნატო-ს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვაზიანში განაცხადა. 

დღეს ამერიკელმა და ქართველმა სამხედროებმა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლება დაასრულეს.

„ამ სერტიფიცირების სწავლების ჩატარება კიდევ ერთი ნათელი წერტილია ამ პროგრამის, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის. საქართველომ აჩვენა, რომ არამხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები