საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს PES 2020-ში ვიხილავთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საფეხბურთო ვიდეოთამაშში PES 2020-ში ვიხილავთ.

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ“, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Konami-ის მიერ.

2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს თამაში 19 ენაზე, 62 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 

მსგავსი თემები