„საქართველოს რკინიგზამ“ საახალწლოდ დამატებითი რეისები დანიშნა

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს. კერძოდ,  28, 29, 30 და 31 დეკემბერს რეისები შესრულდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.

ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომპანიაში განუცხადეს,  Stadler Kiss-ის მგზავრებს წინასაახალწლო საჩუქარიც ელით. 25 დეკემბრიდან, თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავი ბიბლიოთეკა დახვდებათ.  ბიბლიოთეკის მოწყობა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში იგეგმება.

მსგავსი თემები