საქართველოს პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინა

2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, მას  ბრალად ედება   დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით  მიმართა.

ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.  
 

მსგავსი თემები