საქართველოს პრეზიდენტი შობას საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზში შეხვდა

საქართველს პრეზიდენტი შობას საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრებოდა.

პრეზიდენტს დამატებით კომენტარი მამა გიორგი მამალაძის საკითხზე აღარ გაუკეთებია. ამ საკითხზე თავის ქადაგებაში არ უსაუბრია არც ატენისა და გორის მიტროპოლიტს. მეუფე ანდრიამ ქადაგება მთლიანად შობის დღესასწაულის მნიშვნელობის განმარტებას მიუძღვნა და ამბიონიდან მრევლს შობა მიულოცა.

“ჩვენ უკვე ვიცით, რომ გამოხსნილები ვართ ჯოჯოხეთიდან და მხოლოდ ცოდვას შეუძლია ჩვენი ჯოჯოხეთში დატოვება. უნდა გავიაროთ ცხოვრების გზები, რომლის ბოლოსაც უნდა ვიცოდეთ, რომ შეგვხვდება ქრისტე. ხომ გვირჩევნია, სიხარული გვქონდეს და არა ტკივილი და სიმწარე. მაშ, დავიწყოთ ამ შეხვედრებისათვის მზადება,” – აღნიშნა ქადაგების დროს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ.

მსგავსი თემები