საქართველოს პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირებას ყველა მაუწყებელს ღია სიგნალით მიაწვდის

საქართველოს პირველმა არხმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირების დროს ყველა მაუწყებელს ღია სიგნალი მიაწოდოს.

გადაწყვეტილების მიზანია, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ტრანსლაცია და შესაძლებლობა ჰქონდეთ, სახლიდან ადევნონ თვალი სააღდგომო ლიტურგიას.

შეგახსენებთ, რომ პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას განახორციელებს ყველა ხელმისწვდომ პლატფორმაზე – პირველი არხის და საქართველოს რადიოს ეთერით, ვებპორტალზე www.1tv.ge და საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

მსგავსი თემები