საქართველოს პარლამენტი ცხინვალში უნდა აშენდეს – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას, ხოლო პარლამენტი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს.

„ქუთაისი ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულია. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს. პარლამენტის ყოფილ შენობაში კი მსოფლიო ინოვაციების ცენტრს გავხსნით. აქვე განლაგდება სტარტაპების, ტექნოპარკების და საგრანტო სისტემების დაწესებულებები. აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით”,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

​ნათელაშვილის განმარტებით, პარლამენტი უნდა აშენდეს ცხინვალთან, რათა „დეპუტატებმა ოკუპირებული ტერიტორიები ყოველდღე დაინახონ”

მსგავსი თემები