„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დიდი მხარდაჭერა აქვს “ – როსარია პულისი

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს  როსარია პულის განცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა ძალიან ძლიერია, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე.

მისივე თქმით, ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით. როსარია პულის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრები და მათთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს არ წამოადგენს.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს ენთუზიაზმი არ უნდა მივიღოთ, როგორც თავისთავად არსებული ფაქტი და არ უნდა გავაუფასუროთ მისი მნიშვნელობა, არამედ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული აქტივობებისა და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ“, – განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტებთან კომენტირებისას როსარია პულისმა ხაზი გაუსვა გასულ წელს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელსაც დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი.

მსგავსი თემები