საქართველოს მოქალაქე ისრაელში, ხორცსაკეპში ჩავარდა და გარდაიცვალა

 

ისრაელის ქალაქ ხოლონში, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხორცის გადამუშავების ერთ-ერთი ქარხანაში მუშაობდა, მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა.

გარდაცვლილი დაახლოებით 30 წლის მამაკაცია. როგორც ქართველი ემიგრანტები აცხადებენ,  გარდაცვლილს ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა და ჩაითრია.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ხოლონში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან კონტაქტზე იმყოფებიან და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები