“საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ თავშესაფარს საფრანგეთი და სხვა ქვეყნები აღარ მისცემენ”

საფრაგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო, საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ თავშესაფარს საფრანგეთი და სხვა ქვეყნები აღარ მისცემენ.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები პირობებს ამკაცრებენ და ქართველ ემიგრანტებს თავშესაფრის მიცემაზე უარს უპირობოდ ეუბნებიან.

ფაქტობრივად, იმავეს ადასტურებენ ევროპელი ელჩებიც, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ სოციალური პრობლემების გამო, ევროპაში გადახვეწილ მოქალაქეებს პოლიტიკური თავშესაფარი არ ეკუთვნით.

როგორც პასკალ მენიე აცხადებს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 72%-ით გაიზარდა,  ანუ ჯამში, საქართველოს 20 000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირისა და შენგენის ზონაში თავშესაფარი, მათგან მხოლოდ 3% დაკმაყოფილდა.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის შეჩერების მიზნით, მმართველი გუნდი “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებებს გეგმავს და აპირებს, დასჯადი გახადოს ნებისმიერი პირის ქმედება, ვინც საქართველოს მოქალაქეს, თანხის სანაცვლოდ, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შეუქმნის, ან თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენაში შეუწყობს ხელს.

მსგავსი თემები