საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს ხელისუფლება საფრანგეთის ხელისუფლებასთან არალეგალების საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს. საუბარია შესაბამის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება შესაძლებელი იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, რომელიც მან პარლამენტში, ამბასადორიალის ფარგლებში გააჟღერა, საფრანგეთი საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის კანონს მიიღებს.

“აქტიურად ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგიც გვაქვს. საფრანგეთთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციას საფრანგეთის პარლამენტმა უკვე მოახდინა. გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება როგორც კანონი. კანონი კი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში კანონიერად იმუშაონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – აღნიშნა დავით ზალკანიანმა მედიასთან.

როგორც მინისტრმა განმარტა, კანონი ახალგაზრდა სპეციალისტებს საფრანგეთში გზას გაუხსნის. ის მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვინც უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო.

მსგავსი თემები