„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის“ – ირაკლი ჩიქოვანი

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს, ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნება.

„იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას. ასევე თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები