„საქართველოს ელექტროსისტემაში“ დარღვევები აღმოაჩინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისას სავარაუდო დარღვევებზე მიუთითებს.

ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გადახდილი თანხების ნაწილი დაუსაბუთებელია. აუდიტორებმა ხარვეზები იპოვეს „ელექტროსისტემის“ მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიებისა და ხელფასებშიც. 

„დარღვევები და ხარვეზები გამოვლინდა რამდენიმე მიმართულებით. 2014-დან 2017 წლამდე კომპანიის საქმიანობა ოთხივე წლის შედეგებით იყო ზარალიანი. ჯამურმა ზარალმა 80 მილიონი შეადგინა,“ – აცხადებს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე შერმადინი. 

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ „ელექტროსისტემას“ 2018 წლიდან ახალი მენეჯმენტი მართავს და დასკვნას სწავლობს. ახალი მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიამ გასული წელი 72 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. 

დასკვნა საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნა და უწყება მასში დანაშაულის ნიშნებს ეძებს. 

მსგავსი თემები