საქართველოს ბიუჯეტიდან 2,349 მლნ ლარის 80 კაპიტალური პროექტია გათვალისწინებული

2019 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 2,349 მლნ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფომრაციით, პროექტებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის ათვისების მდგომარეობა 6 თვის მონაცემებით ასეთია: 27 პროექტი 0%-იანი ათვისებით ხასიათდება; 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი; 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს; 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა უკვე გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას.

“დეტალური დაგეგმვის ეტაპის ყველაზე მთავარ და პრობლემურ საკითხს უშუალოდ მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი წარმოადგენს, რაც ძირითადად უკავშირდება დაგეგმვის ეტაპზე კონტრაქტორების მიერ  არასრულფასოვანი პროცედურების განხორციელებას (არაზუსტი საპროექტო დოკუმენტაცია, საპროექტო დოკუმენტაციის მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში  გამოტოვება, გეოლოგიური დასკვნების ცდომილება და ა.შ.),”- აღნიშნულია აუდიტის ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი თემები